აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებია

07 თებერვალი 2024, 08:08 530 ნახვა

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ილჰამ ალიევმა ზუსტად ორი თვის წინ გამოაცხადა, რის გამოც ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნებისთვის მოსამზადებლად დრო არ დარჩათ.

ალიევს ჰყავს ექვსი ოპონენტი. ისინი პრო-სამთავრობო პოლიტიკოსები არიან, რომლებიც სხედან პარლამენტში და არასდროს აკრიტიკებენ პრეზიდენტს, პირიქით, დებატების დროს აღნიშნავენ მის მიღწევებს, პირველ რიგში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. 

თავად ილჰამ ალიევი არც ახლა და არც ადრე არ გამოსულა საჯარო დებატებზე.   იგი აზერბაიჯანს 2003 წლის ოქტომბრიდან უდგას  სათავეში და სწორედ მისი პრეზიდენტობის მე-20-ე წლისთავზე   მიიღო ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში