აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა კანონპროექტი ჩავარდა

07 თებერვალი 2024, 08:48 557 ნახვა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ჩააგდო რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც 17  მილიარდ 600 მილიონი  დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა ისრაელისთვის, დემოკრატები კი კანონპროექტში უკრაინისთვის დახმარებას, საერთაშორისო ჰუმანიტარულ დაფინანსებას და საზღვრის უსაფრთხოებისთვის დამატებითი თანხების გათვალისწინებას ითხოვდნენ. 

კანონპროექტის წინააღმდეგ  250 კონგრესმენი გამოვიდა, 180-მა კი მხარი დაუჭირა. 

14 რესპუბლიკელი ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს.  პალატის რესპუბლიკელმა  სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ სენატის კანონპროექტი პალატაში შესვლისთანავე მკვდარი იყო. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში