კალიფორნიას ძლიერმა შტორმმა გადაუარა

07 თებერვალი 2024, 10:09 478 ნახვა

ამერიკის კალიფორნიის შტატის სანტა ბარბარის ოლქში, აილა  ვისტაში სანაპირო საცხოვრებელი კომპლექსიდან მობინადრეების ევაკუაცია კლდის პირის ჩამოშლის გამო მოხდა, რომელიც რამდენიმე დღიანმა უპრეცედენტო ნალექმა გამოიწვია. 

სახანძრო დეპარტამენტის მიერ გადაღებულ კადრებზე დაფიქსირებულია დაბზარული  ეზო, რომელსაც ჩამოშლის საფრთხე ემუქრება. 

კლდემ ეროზია მას შემდეგ განიცადა, რაც სამხრეთ კალიფორნიას ძლიერი შტორმი დაატყდა თავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში