კალათბურთში საქართველოს თასის მეოთხედფინალები დაიწყო 

07 თებერვალი 2024, 12:51 380 ნახვა

კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო. პირველი შეხვედრა ტყიბულში გაიმართა, სადაც „ორბმა“ „ქუთაისს“ უმასპინძლა და 70:76 დამარცხდა. დღეს დარჩენილი სამი შეხვედრა გაიმართება.

თსუ გაუ-ს დაუპირისპირდება, გურჯაანის „დელტა“ გორის „ივერიონს“, „ბათუმი“ კი ზესტაფონის „მარგვეთთან“ გამართავს შეხვედრას.

ისევე როგორც პირველი ეტაპი, მეოთხედფინალური სერიებიც 2-მატჩიანია. ეს ნიშნავს, რომ წყვილებში გამარჯვებული ორი მატჩის შედეგად დაგროვებული ქულების შედეგად გაირკვევა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში