ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევა იწყება - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

07 თებერვალი 2024, 17:42 408 ნახვა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ოთხი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატურების შერჩევის პროცესი იწყება, განცხადებების მიღება კი, 23 თებერვალს დასრულდება - ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ, 2024 წლის 20 თებერვლამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მატერიალურად ან ელექტრონულად (მისამართი: თბილისი,  გ. ათონელის ქ. N25; ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@president.gov.ge) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად. აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ცნობა ნასამართლობის შესახებ“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების ნახვა შესაძლებელია საქართველოს „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში