ბრიფინგი სტიქიასთან დაკავშირებით

07 თებერვალი 2024, 20:17 457 ნახვა

პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, მაღალმთიან აჭარაში მეწყრულ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა დროულად გაიყვანოს უსაფრთხო ადგილას. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი ამბობს, რომ როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლება ინფორმირებული იყო მეწყრულ ზონაში არსებული კრიტიკული ვითარების შესახებ. ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა დახმარებისთვის ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ. დეპუტატის განცხადებას უპასუხა ასევე დეპუტატმა მმართველი გუნდიდან. პარლამენტში მაღალმთიან აჭარის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებს შესაბამისი პროგრამით ეხმარება. იგი დასახელებულ ბრალდებებს უარყოფს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში