ქარტია მოუწოდებს მედია საშუალებებს, არ გაავრცელონ ტრაგედიის ამსახველი მძიმე კადრები

07 თებერვალი 2024, 21:51 487 ნახვა

ქარტია მოუწოდებს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც უკვე გაავრცელეს ტრაგედიის ამსახველი კადრები, წაშალონ ან დახურონ ისინი აუდიტორიისათვის, და ყველა ღონე იხმარონ მათი შემდგომი გავრცელების შესაზღუდად - ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ასურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი კოლეგაც ემსხვერპლა, და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ქარტია თხოვს მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ის, თუ რა ტრავმა შეიძლება მიაყენონ ამ მძიმე კადრების ჩვენებით გარდაცვლილთა ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას. ამგვარი შემთხვევები მედიამ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით უნდა გააშუქოს, რაც გულისხმობს, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

მედიამ უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა ამგვარი მოვლენების მონაწილე პირთა მიმართ და პატივი უნდა სცეს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მედია ვალდებულია, ტრაგედიების გაშუქებისას ეთიკური გაშუქებით დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და ტრაგედიის მონაწილე პირთა უფლებებს შორის.

ქარტია მოუწოდებს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც უკვე გაავრცელეს ტრაგედიის ამსახველი კადრები, წაშალონ ან დახურონ ისინი აუდიტორიისათვის, და ყველა ღონე იხმარონ მათი შემდგომი გავრცელების შესაზღუდად",-აღნიშნილია განცხადებაში

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში