აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმების 92,1 პროცენტით ლიდერობს

08 თებერვალი 2024, 10:28 519 ნახვა

ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ხელახალი არჩევა ქუჩებში ავტომობილების რბოლით, სიგნალებითა და აზერბაიჯანის დროშების ფრიალით აღნიშნეს. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ, ალიევი 92,1%-ს აგროვებს.

კენჭისყრას ორმა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა.  აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არჩევნები სამართლიანი და გამჭვირვალეა და ალიევის პოპულარობა ყარაბაღში გამარჯვების შემდეგ  მნიშვნელოვნად გაიზარდა.

  ალიევს არჩევნებში  ექვსი  კონკურენტი დაუპირისპირდა, რომელთაგან მისი მმართველობის მიმართ არც ერთი კრიტიკული არ ყოფილა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში