ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა

08 თებერვალი 2024, 10:33 736 ნახვა

ფუკუშიმა დაიჩის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. კომპანიის განცხადებით, გაჟონილი წყალი გარემოზე გავლენას არ მოახდენს. საწარმოს შეფასებით, 5,5 მეტრულ ტონამდე რადიოაქტიური წყალი, რომელიც შეიცავს 22 მილიარდ რადიოაქტიურ ნივთიერებას, მას შემდეგ გაიჟონა, რაც სარემონტო სამუშაოების დროს წყლის გამწმენდი მოწყობილობების სარქველები ღია დარჩა.

განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ქარხნის ირგვლივ მდებარე სადამკვირვებლო პუნქტებზე, არ დაფიქსირებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში