სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

08 თებერვალი 2024, 12:46 592 ნახვა

ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ჯაჭვლიანი იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 

სოსო ჯაჭვლიანი გადაღებულია ფილმებში - „ნატვრის ხე“, „ამაღლება“;  „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“,  „სვანი“,  „მაიტა ნასოსი“ და სხვა.

2012-2016 წლებში კი იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. 

დღეს პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს, სადაც სოსო ჯაჭვლიანის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში