აჭარასა და იმერეთში მომხდარი ტრაგედიების გამო, 17-18 თებერვალს კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ფესტივალი “გიზ-გიზი” აღარ გაიმართება

08 თებერვალი 2024, 15:33 572 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფროამციით, აჭარასა და იმერეთში მომხდარი ტრაგედიების გამო, 17-18 თებერვალს, კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ფესტივალი “გიზ-გიზი” აღარ გაიმართება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აჭარასა და იმერეთში მომხდარი ტრაგედიების გამო. 

17-18 თებერვალს, კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ფესტივალი “გიზ-გიზი” აღარ გაიმართება. ფესტივალი არ ჩატარდება ბაკურიანშიც. 

დამატებით ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით   მოკლე დროში გაგიზიარებთ"- განმარტავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში