აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი

16 მარტი 2017, 00:00 3881 ნახვა

11 და 12 მარტს  დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გრძელდება. აჭარის სამმართველოსთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პარალელურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესები. რომელ საათზე განახლდება დღეს სხდომა, უცნობია. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ერთ-ერთი  პირი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო  გუშინ უდანაშაულოდ ცნო. სახალხო დამცველის აპარატის აჭარის ორგანიზაციის ინფორმაციით, 12-15 მარტს  სულ 29 სასამართლო პროცესი გაიმართა. 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 7 პირს შეეფარდა, 2-ის შემთხვევაში შეწყდა სამართალწარმოება, გადაიდო 11 ბრალდებულის  საქმე და დაჯარიმდა 8 მოქალაქე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში