არჩევნები აზერბაიჯანში - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება

09 თებერვალი 2024, 09:01 471 ნახვა

ევროკავშირი ისევ იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება გაითვალისწინებს და განახორციელებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნებისთვის მზადება ეფექტურად წარიმართა, საარჩევნო პროცესი ხასიათდებოდა კრიტიკული ხმების ჩახშობითა და პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობით.

არჩევნების დღე მშვიდად და ზოგადად მოწესრიგებულად წარიმართა, მაგრამ დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს სავალდებულო პროცედურების ფართო უგულებელყოფას, გამჭვირვალობის ნაკლებობასა და მრავალ სერიოზულ დარღვევას.“- აღნიშნული განცხადებაში.

აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს გაიმართა.

აზერბაიჯანის ცესკო-ს მონაცემებით, ბიულეტენების 93 პროცენტის დათვლის შემდეგ ილჰამ ალიევი ხმების 92 პროცენტით ლიდერობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში