რეგიონებში მზარდი კორუფციული ფაქტები და მათზე რეაგირების პრობლემა - კვლევა

09 თებერვალი 2024, 14:03 494 ნახვა

„საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ - რეგიონებში არსებულ  კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით ახალი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.  რეგიონების მიხედვით კორუფციის შემცველი  736 მილიონ 469 ათას 823 ლარის  შესყიდვა განხორციელდა აჭარაში. 

ანგარიშში ნახსენებია ქედის მერი როლანდ ბერიძე, მისი ძმები აკაკი ბერიძე - ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი და რაულ ბერიძე საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ასევე ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი პატარიძის და მისი სიძის კომპანიები. ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ბადრი რომანაძის  კომპანია.  ანგარიშის მიხედვით, საეჭვოა  ბათუმის საკრებულოს წევრის   ლევან დოლიძის მისი მამის, საკრებულოს ყოფილი წევრის  ნუკრი დოლიძის საქმიანობაც.  დოკუმენტში ვკითხულობთ რომ კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან  238 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. ამ თანხის 74 %-ზე  მეტი - უკონკურენტო  პირობებში განხორციელდა.  

ანგარიშში  ნახსენებია საქართველოს პარლამენტის დეპუტატები   ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე და ასევე ყოფილი დეპუტატები , რომლებიც მუნიციპალიტეტების „ფეოდალებად„ არიან მოხსენიებულნი. თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების გარდა , დოკუმენტში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც პირადად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან. ჩვენ დავუკავშირდით ანგარიშში დასახელებულ საჯარო მოხელეებს და ველოდებით მათგან განმარტებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში