მსოფლიო თასის გათამაშება ფარიკაობაში

09 თებერვალი 2024, 13:41 427 ნახვა

დღეს თბილისში ხმლით მოფარიკავე მამაკაცთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 204 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სანდრო ბაზაძე.

ტურნირი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის სალიცენზიოა და აქ მოპოვებული ქულები მოფარიკავეებს ზაფხულში პარიზის ოლიმპიადაზე მოხვედრაში დაეხმარება.

ჯგუფურ და საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვლინდება 48 მოფარიკავე, რომელიც რეიტინგის 16 საუკეთესოს შეუერთდება და ხვალ მედლებისთვის იბრძოლებს. კვირას კი გუნდური პირველობა გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში