ბაზარზე რუსული საწვავი ევროპულზე მაღალი ფასნამატით იყიდებოდა - კონკურენციის სააგენტო

09 თებერვალი 2024, 14:41 430 ნახვა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.  სააგენტოს შეფასებით, ბაზრის იმპორტის დონე ზომიერად კონცენტრირებულია.

ამასთან, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარზე რეალიზებული საწვავის ღირებულება მისი შემადგენელი კომპონენტების მიხედვით, დგინდება, რომ ნავთობკომპანიები რუსულ საწვავს საშუალოდ უფრო მაღალი ფასნამატით ყიდდნენ, ვიდრე ევროპულ საწვავს, ამის მიზეზი კი რუსული საწვავის შესყიდვის (თვითღირებულების) შედარებით დაბალი ფასი იყო. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში 54 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 541 612 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. 

როგორც ანგარიშში წერია, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 62.5%, რომელსაც მოყვება რუმინეთი – 15.3%-ით და ბულგარეთი – 9.4%-ით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში