სტიქიის შედეგები ქედაში

09 თებერვალი 2024, 18:07 535 ნახვა

სტიქიით გამოწვეულ შედეგებს ებრძვიან ქედაშიც. დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა გრძელდება. 5 ერთეული ტექნიკა ამ დროისთვის 15 მიმართულებით მუშაობს და გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. სტიქიამ გზის სავალი ნაწილების ჩაკეტვასთან ერთად, დააზიანა და საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა. მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაზარალებულ მოსახლეობას და მეწყერსაშიშ ადგილებს სწავლობენ. ამ დროისთვის 100 ოჯახია ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანილი. რაც შეეხება ბათუმი- ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს, სოფელ პირველ მაისთან მოძრაობა აღდგენილია, თუმცა გაწმენდით სამუშაოები ისევ გრძელდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში