პროტესტი თევზის ბაზარში

09 თებერვალი 2024, 18:23 810 ნახვა

ზღვის პროდუქტებით მოვაჭრეებმა და დისტრიბუტორებმა ბათუმის თევზის ბაზრობის ახალი მეიჯარის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი თქმით, ახალმა მეიჯარემ მიმწოდებლებს თევზის ბაზრობის პროდუქციით მომარაგება აუკრძალა, მიზეზით რომ დღეიდან ბაზარი ახალი მეიჯარის მიერ მიწოდებული პროდუქციით მომარაგდებოდა. მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებით ზღვის პროდუქტების რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალი შემცირდება, რაც პროდუქციის ფასზეც აისახება. აქციას დღეს ადვოკატი ზაზა პაპიძე შეუერთდა, მან მოვაჭრეების უფლებების დაცვა მოითხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის შემდეგ, მოვაჭრეების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დისტრიბუტორებს პროდუქციის ბაზარზე შეტანის უფლება მიეცათ. მეიჯარე კომპანიაში ''გოლდენ ფიშ ბათუმში'' განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეებს უახლოეს პერიოდში შეხვდებიან და მათთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ, გადაწყვეტილებას კი ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში