ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო უსაფრთხოებას აძლიერებს 

10 თებერვალი 2024, 10:11 473 ნახვა

ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო უსაფრთხოებას აძლიერებს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ეგვიპტემ სინაის ნახევარკუნძულზე 40 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი გადაისროლა.

ეგვიპტის სამხედრო ტექნიკის გადასროლა იქამდე მოხდა, ვიდრე, ისრაელი ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰთან სამხედრო ოპერაციებს გააფართოებდა, სადაც ბევრი პალესტინელია კონცენტრირებული, რომლებიც სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან გამოექცნენ ომს.

როგორც "როიტერსი" წერს, ეგვიპტე შიშობს, რომ პალესტინელები მასობრივად დაიწყებენ ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში