შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 80 წლის კაცი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

10 თებერვალი 2024, 14:30 1410 ნახვა

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 80 წლის კაცი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. 50 000 ლარის გადახდის შემდეგ იგი საპატიმროს დატოვებს. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ხანდაზმულ კაცს საგამოძიებო უწყება 31 წლის ქალის გაუპატიურებასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ედავება.

საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ეს გარემოება მოსამართლემ გაითვალისწინა.

ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შემთხვევა ქობულეთში მოხდა, ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში