ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს - იენს სტოლტენბერგი

10 თებერვალი 2024, 13:32 461 ნახვა

ნატო რუსეთთან დაპირისპირებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, არ არსებობს იმის გარანტია, რომ რუსული აგრესია სხვა ქვეყნებზე არ გავრცელდება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანის თქმით, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად უკრაინის მხარდაჭერისა და ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაა საჭირო, რადგან რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ეკონომიკურად ემზადება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში