უნგრეთის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

11 თებერვალი 2024, 11:43 579 ნახვა

უნგრეთის პრეზიდენტმა, კატალინ ნოვაკმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ნოვაკმა ბავშვთა სახლში განხორციელებული სექსუალური შევიწროების დაფარვაში მსჯავრდებული შეიწყალა, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. სწორედ, ამას მოჰყვა მისი გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. 

„მე შეცდომა დავუშვი. შეწყალების გადაწყვეტილებას და დაუსაბუთებლობას, შესაძლოა, გამოეწვია ეჭვები. მე არასდროს შევიწყალებდი მას, ვინც სასტიკად ექცევა ბავშვებს. ბავშვთა დაცვა – ეს ჩვენი საერთო მოვალეობაა”, - განაცხადა ნოვაკმა.

 

უნგრეთის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი, ნოვაკის უფლებამოსილების ვადის დასრულებიდან, 30 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.

ხატია გოგრაჭაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში