მსოფლიო ლიდერების მოწოდება ისრაელს

11 თებერვალი 2024, 10:09 440 ნახვა

ისრაელის შეტევის პარალელურად მსოფლიო ლიდერები მიიჩნევენ, რომ ღაზაში  ისრაელის სამხედრო პასუხი გადაჭარბებულია. აშშ-ის პრეზიდენტი  მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მიღწევას ცდილობს. 

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თეთრი სახლი საუდის არაბეთისა და ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებაზეა ორიენტირებული, რათა პალესტინელმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ გაზრდილი ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე საუბრობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი „ჰამასის“ ტერორისგან, თუმცა ამავდროულად მინისტრი  მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შემცირებაზე მიუთითებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში