რუსთავის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმე

11 თებერვალი 2024, 10:00 456 ნახვა

რუსთავის ბაზარში მომხდარი დანაშაულის საქმეზე დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 35 წლის გიორგი ორველაშვილსა და მის ძმას ბრალი გუშინ წარედგინათ. ორველაშვილი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მისი ძმის დაკავების მიზეზი კი გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის იარაღია.

დგინდება, რომ იარაღი, საიდანაც ორველაშვილმა გაისროლა, მის ძმას ეკუთვნის. სროლის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ბრალს აღიარებს, თუმცა დანაშაულის ჩადენის მოტივზე არ საუბრობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში