რუსთავის ბაზარში მომხდარი მკვლელობის საქმე

11 თებერვალი 2024, 14:18 599 ნახვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში,  ე.წ სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ორველაშვილის და მისი ძმის, გოგიტა ორველაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერს ამბობს, ჩაკეტილია და უცნაურად იქცევა.

გოგიტა ორველაშვილის ადვოკატმა, კი რომელსაც პროკურატურა იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება სასამართლოს დაკავებულის გათავისუფების სანაცვლოდ 5000 ლარიანი გირაო შესთავაზა.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება 10  თებერვალს წარუდგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში