რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს, ენით აღუწერელ, ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან - ჯოზეფ ბორელი 

11 თებერვალი 2024, 15:40 472 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო შეტევა "ჰუმანიტარულ კატასტროფას" უტოლდება.

„რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აღუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან. მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება, ერთადერთი, გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის სამხედროებს დაავალა, ქალაქ რაფაჰიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის მოემზადონ. ამ მოქალაქეებიდან ბევრი ღაზის სექტორის, სხვადასხვა, ნაწილიდან დევნილი პირია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში