უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 100-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

12 თებერვალი 2024, 10:28 454 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 100-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ოკუპანტებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 110 საჰაერო დარტყმა, 95 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

„ღამით რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას შაჰედ-136/131 ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 14 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი"- განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ძირითადი ძალების კონცენტრირებას ავდეევკის მიმართულებით ახდენს და გადაწყვეტილი აქვს, ნებისმიერ ფასად აიღოს ავდეევკა, ნოვომიხაილოვკა და სხვა ტერიტორიები, საიდანაც გასულ ზაფხულს უკან დახევა მოუხდა.

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ვითარება რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში