ამერიკის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

12 თებერვალი 2024, 10:27 460 ნახვა

ამერიკის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა მისცა კონგრესის ზედა პალატის ორმა მესამედმა.

როდის ჩატარდება საბოლოო კენჭისყრა სენატში, ჯერჯერობით უცნობია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზედა პალატა კანონპროექტს დაამტკიცებს, მომდევნო ეტაპზე ის უნდა განიხილოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც რესპუბლიკელების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდება.

კანონპროექტი უკრაინისთვის 60-, ისრაელისთვის კი 14 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში