ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებული ალექსანდრ სტუბია

12 თებერვალი 2024, 09:45 391 ნახვა

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტული ეროვნული კოალიციური პარტიის წარმომადგენელმა ალექსანდრე სტუბმა ლიბერალური მწვანეთა პარტიის წევრი დაამარცხა.

იგი არის პროევროპული და უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, რომელმაც მკაცრი პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ.

ეს არჩევნები სიმბოლიზირებს ახალ ეპოქას ფინეთში, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ირჩევდა პრეზიდენტებს დიპლომატიის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით მეზობელ რუსეთთან, და არ უერთდებოდა  სამხედრო ალიანსებს, რათა   მოსკოვსა და ნატოს შორის ურთიერთობა არ გაემწვავებინა.

თუმცა ფინელებმა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზრი შეიცვალეს და დაჩქარებული წესით  გასული წლის აპრილში ნატოში გაწევრიანდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში