ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს 

12 თებერვალი 2024, 13:10 608 ნახვა

საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრი ანა კალანდაძე, რომელიც პოლონური „დოლინა ჟეშუვას“ ღირსებას იცავს, მომდევნო სეზონიდან თურქულ „გალათასარაის“ შეუერთდება.

კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ანა კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ანკარაში, სპორში და ლოძში თამაშობდა.

გალათასარაის ქალ ფრენბურთელთა გუნდს თურქეთის ჩემპიონატი ხუთჯერ აქვს მოგებული. ამ დროისთვის სტამბოლურ გუნდს 19 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვს და მერვე ადგილს იკავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში