ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს

12 თებერვალი 2024, 14:01 412 ნახვა

ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, მესამე კი იძებნება - ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა აღძრული - ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარბაია მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეების გარეშე, უკანონო ჩხრეკა ჩაატარა. შემდეგ კი მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში