დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 117-ე შეხვედრა გაიმართება

13 თებერვალი 2024, 10:20 437 ნახვა

დღეს ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 117-ე შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარის წარმომადგენლები ამ შეხვედრაზე  ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას და უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის შეჩერებას მოითხოვენ.

ერგნეთში ბოლო შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა სოფელ კირბალის სალოცავთან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა იყო. ამ საკითხზე დისკუსია დღესაც გაგრძელდება.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში