ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპისთვის ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა

13 თებერვალი 2024, 10:02 496 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს 23 თებერვალს დანიასთან სტუმრად გამართავს. 26 თებერვალს კი სერბეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მატჩების წინ 13-14 კალათბურთელამდე შემცირდება.

ნაკრებში სიახლეა – ნატურალიზებული თად მაკფადენის ნაცვლად ჯო ტომასონი ითამაშებს, რომელიც ახლახანს თელავივის „მაქაბიში“ გადავიდა. ნაკრები დღეიდან შეკრებას დაიწყებს, 20 თებერვალს კი დანიაში გაემგზავრება.

ლეგიონერები გუნდს მოგვიანებით შეუერთდებიან, თუმცა მათ რიგებში არ იქნებიან  NBA-ს მოთამაშეები სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში