ბაიდენი ღაზაში 6-კვირიანი ზავის ინიციატივით გამოდის

13 თებერვალი 2024, 09:50 383 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ითხოვს ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზაში საბრძოლო მოქმედებების ექვსი კვირით შეჩერებას, რაც  ცეცხლის უფრო ხანგრძლივი დროით შეწყვეტისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ბაიდენმა თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულასთან მოლაპარაკებები გამართა.

საუბარი ღაზის სამხრეთში  ისრაელის მოსალოდნელ სახმელეთო შეტევას    და  პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხეს შეეხო.

ბაიდენმა უკმაყოფილება გამოთქვა  ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მისამართით, რომელმაც არ გაითვალისწინა  მისი რჩევები.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში