წითელი ზღვიდან ავსტრალიაში მიბრუნებული სავაჭრო გემიდან გადმოტვირთვა დაიწყო

13 თებერვალი 2024, 10:02 417 ნახვა

გასულ თვეში წითელი ზღვიდან ავსტრალიაში მობრუნებულ  გემზე  თითქმის ექვსი კვირის განმავლობაში  ჩარჩენილი ათასობით ცხვრისა და მსხვილფეხა პირუტყვის  გადმოყვანა დაიწყო.    

გემმა  წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების თავდასხმის საფრთხის გამო  მარშრუტი შეიცვალა და ელოდა, სანამ ავსტრალიის მთავრობისგან უკან სახლში დაბრუნების განკარგულებას მიიღებდა.   

უწყების ვარაუდით,  პირუტყვის გადმოტვირთვას რამდენიმე დღე დასჭირდება და  მათ  ავსტრალიის ბიოუსაფრთხოების წესების შესაბამისად კარანტინში მოათავსებენ.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში