საერთაშორისო ორგანიზაცია აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება

13 თებერვალი 2024, 14:04 621 ნახვა

საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ აჭარის რეგიონალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება. პროექტის განხორციელებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის მემორანდუმი გაფორმდა.  

დაგეგმილია აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის საერთო დოკუმენტის მომზადდება.   

პროექტის ავტორების თქმით, რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონცეფცია შეიქმნება. 

პროექტის განხორციელებას რეგიონული სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში