აშშ-ში დიდთოვლობის გამო სკოლები დაიკეტა და ავიამიმოსვლა შეწყდა

14 თებერვალი 2024, 08:01 426 ნახვა

ძლიერმა ქარბუქმა თოვლით დაფარა აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთი. სტიქიამ   მილიონობით ამერიკელს ავტომობილით გადაადგილება გაურთულა, სკოლები იძულებული გახდნენ  სასწავლო პროცესი ონლაინფორმატში გაეგრძელებინათ, ხოლო ავიაკომპანიებს ფრენები შეეჩერებინათ.

ამინდის ეროვნულმა სამსახურმა დასავლეთ ვირჯინიიდან ახალ ინგლისამდე  მცხოვრები 30 მილიონზე მეტი ადამიანი  სტიქიის შესახებ წინასწარ გააფრთხილა. 

მსგავსი სურათია კონექტიკუტის შტატშიც, სადაც პერიოდულად თოვლის საფარი   საათში 5 სანტიმეტრით მატულობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში