იემენელი ჰუსიტების ლიდერის განცხადება 

14 თებერვალი 2024, 08:48 374 ნახვა

იემენის ირანთან კავშირში მყოფი ჰუსიტების ლიდერმა განაცხადა, რომ დაჯგუფებამ ადენის ყურეში გასული კვირის განმავლობაში შეძლო ისრაელთან დაკავშირებული გემების გადაადგილების თავიდან აცილება.   

იემენელი ჰუსიტები, რომლებიც  იემენის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს აკონტროლებენ, ნოემბრიდან ცეცხლს უხსნიან  საერთაშორისო კომერციულ გემებს.  მათი სამიზნეა ის გემები, რომლებსაც კომერციული კავშირები აქვთ შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან ან ისრაელთან.

ჰუსიტები აცხადებენ, რომ  ისინი  ამას პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად აკეთებენ. 

თავდასხმებმა აიძულა რამდენიმე კომპანია შეეჩერებინა  მოძრაობა  წითელ ზღვაში და აირჩია უფრო გრძელი და ძვირადღირებული  მარშრუტი აფრიკის კონტინენტის გარშემო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში