ქუთაისის აეროპორტში ავიარეისი უკან დაბრუნდა, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციაა

14 თებერვალი 2024, 14:04 619 ნახვა

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ,

"აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ“, - აცხადებენ აეროპორტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში