ბათუმის „დინამომ“ ალბანელი ნახევარმცველი დაიმატა

15 თებერვალი 2024, 11:38 534 ნახვა

25 წლის ალბანელი ფეხბურთელი, უერდი მარა კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს. ინფორმაცია ეროვნული ლიგის ჩემპიონებმა დაადასტურეს. ახალწვეული პოზიციით ნახევარმცველია და ბათუმის დინამოს თურქეთის ლიგა ერთის კეჩიორენგუჩუდან შეუერთდა.

უერდი მარამ თურქეთის ლიგა ერთის მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ალბანელი ფეხბურთელი შკენდერბიუს აღზრდილია და თურქეთში გადასვლამდე ბულგარულ ბეროეში თამაშობდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში