კანზას სიტიში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი 

15 თებერვალი 2024, 08:01 355 ნახვა

დაიღუპა ერთი და დაშავდა 21 ადამიანი  მისურის შტატის ქალაქ კანზას სიტის ცენტრში სროლის შედეგად. ინციდენტი სუპერბოულში გამარჯვების აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მახლობლად მოხდა. 

პოლიციის განცხადებით, დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი. გამოძიება ჯერ ვერ ასახელებს   დანაშაულის მოტივს.  

დაშავებულებს შორის  6 წლამდე ასაკის ბავშვებია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში