უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა

15 თებერვალი 2024, 13:46 422 ნახვა

უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ავრცელებს. 

როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, უნგრეთის ამ ნაბიჯის მიზეზი ჩინეთის წინააღმდეგ დაგეგმილი ზომები იყო, რომელსაც ეს პაკეტი ითვალისწინებს.

ევროკავშირი სანქციების მე-13 პაკეტის დამტკიცებას უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავისთვის გეგმავს. სანქციების შესათანხმებლად ევროკავშირის ელჩების ბრიუსელში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე შემზღუდველი ზომების დამტკიცების ერთადერთი მოწინააღმდეგე უნგრეთი იყო.

სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს 200 ფიზიკურ პირსა და კომპანიას რუსეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც ევროკავშირში მიიჩნევენ, ეხმარებიან მოსკოვის საომარ ძალისხმევას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში