საბერძნეთი გახდა პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი დაამტკიცა

16 თებერვალი 2024, 10:27 926 ნახვა

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა. პარლამენტში კენჭისყრაზე კანონს მხარი სულ 176-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 76 წინააღმდეგი იყო.

ახალი კანონის მიხედვით, ყველას ეძლევა სამოქალაქო ქორწინების უფლება. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი არის პირველი მართლმადიდებელი ქვეყანა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ლგბტ უფლებების დამცველები და მხარდამჭერები ქუჩაში შეიკრიბნენ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში