უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ექვსი ერის 18-წლამდელთა ფესტივალზე მიიწვიეს

16 თებერვალი 2024, 10:22 438 ნახვა

უმცროსი ბორჯღალოსნები მარტის ბოლოს იტალიის ქალაქ პარმაში გაემგზავრებიან და რვა გუნდიან 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ინგლისს, საფრანგეთს, ირლანდიას, უელსს, შოტლანდიას და იტალიას, საქართველოს გარდა პორტუგალია დაემატება. თითოეული მათგანი სამ-სამ თამაშს ჩაატარებს.

ფესტივალი 30 მარტს საქართველოსა და შოტლანდიის მატჩით იხსნება. საქართველო 3 აპრილს საფრანგეთს ეთამაშება, ხოლო 7 აპრილს ინგლისს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში იწყებს.   

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში