კიტეიშვილის „შტურმმა“ კაშიას და კანკავას „სლოვანი“ 4:1 დაამარცხა

16 თებერვალი 2024, 08:25 416 ნახვა

ევროპალიგასა და კონფერენსლიგაში პლეი ოფის პირველი ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. კონფერენსლიგაზე ქართველი გულშემატკივრების დაინტერესებას ოთარ კიტეიშვილის შტურმისა და სლოვაკური სლოვანის დაპირისპირება იწვევდა. სლოვანს ვლადიმირ ვაისი წვრთნის და გუნდში ნაკრების ყოფილი და ახლანდელი კაპიტნები, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია თამაშობენ.

შტურმმა მეტოქეს ძალიან მარტივად 4:1 მოუგო.

64-ე წუთზე კი ოთარ კიტეიშვილმა თავისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა. ევროპალიგაზე შახტარმა ჰამბურგში უმასპინძლა მარსელს და ფრედ - 2:2 ითამაშა.

რაკლი აზაროვი სასტარტოში იყო, მან შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა. ლუკა ლაცაბიძე განაცხადში არ ყოფილა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში