დღეს თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

16 თებერვალი 2024, 10:26 497 ნახვა

ბუქარესტში დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში.   საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 ფალავნითაა წარმოდგენილი.

პირველ საჭიდაო დღეს ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართება.

ხალიჩაზე რობერტ დინგაშვილი, გოდერძი ძებისაშვილი, აკაკი ქემერტელიძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გავლენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში