აშშ-ში რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს

16 თებერვალი 2024, 08:30 327 ნახვა

აშშ-ში რუსეთისგან მომდინარე შესაძლო საფრთხე და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს. კაპიტოლიუმში შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველმა გამართა, რომელსაც ასევე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერიც ესწრებოდა. მაიკ ჯონსონის განცხადებით, საკითხი სერიოზულია და მისი დროულად მოგვარება აუცილებელი. 

საკითხზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აღნიშნა, რომ საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, აშშ-ის უსაფრთხოებას რუსეთისგან ემუქრებოდეს, არ არის აქტიური შესაძლებლობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში