უკრაინა ბელარუსის საზღვართან დივერსანტები დააკავეს - ალექსანდრ ლუკაშენკო 

16 თებერვალი 2024, 12:31 388 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინა ბელარუსის საზღვარზე დივერსანტები დააკავეს. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე მეორდება, დაკავებულებს რუსეთსა და ბელარუსში დივერსიის მოსაწყობად  ასაფეთქებელი მოწყობილობები გადმოჰქონდათ.

პრეზიდენტმა პარლამენტის წევრებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვის ოპერაცია დასრულდა და ყველა პირი დაკავებულია, მათ შორის არის ბელარუსის მოქალაქეც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში