2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა

16 თებერვალი 2024, 13:02 438 ნახვა

2023 წელს მსოფლიოში 99 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი დაიღუპა. სტატისტიკას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.

ანგარიშის თანახმად,  72 ჟურნალისტი მხოლოდ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის პირველ სამ თვეში მოკლეს. მათი უმრავლესობა პალესტინელია.

ამავე მონაცემებით, 2023 წელს უკრაინაში მედიის წარმომადგენელთა დაღუპვის შემთხვევები შემცირდა. დაიღუპა ორი ჟურნალისტი - უკრაინელი ბოგდან ბიტიკი და ფრანგი არმან სოლდენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში