კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრები ბარსელონაში „ოიამას თასზე“ იასპარეზებს

16 თებერვალი 2024, 12:01 412 ნახვა

კონტაქტურ კარატეში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბარსელონაში იმყოფება, სადაც ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - „ოიამას თასზე“ იასპარეზებს.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები კიოკუშინკაი კარატეში აჭარიდან დავით მსხალაძე, მინდია მგელაძე და დათა ფუტკარაძე, ასევე საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი და პრიზიორი ლაშა შანთაძე.

უფროსი ასაკის გარდა საქართველოს წარმომადგენლები 18 წლამდელთა შორისაც ეყოლება.

ტურნირის დაწყებამდე ჩვენმა სპორტსმენებმა გულშემატკივრებს მიმართეს და საკუთარ მიზნებზე ისაუბრეს.

ვიდეო-მასალა ბარსელონადან ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ცინცაძემ მოგვაწოდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში